ბაღდადში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი - დაიჭრა. აფეთქება ბაღდადში, უმეტესად შიიტებით დასახლებულ რაიონში, ადანის მოედანზე მოხდა. მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა, ჯერ-ჯერობით, არცერთ ორგანიზაციას არ აუ...
11-12 თებერვალს, სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის ბიუროს სხდომას და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება. ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის ოქ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 07 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სან...
დღეს, 9 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთმა...
დღეს, 9 თებერვალს პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის ვადა 19:00 საათზე იწურება. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხები კახა კოჟორიძე აცხადებს ამ დროისთვის დასახელებულია 20-მდე კანდიდატი. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასა...
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს გია სოსანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატ სოსო ჯოგლიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. სავარაუდოდ, დღეს გამოძიება სასამართლოს სოსანაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. შეგახსენებთ, ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსასიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრან...
პუტინს უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარება არ სურს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. „უკრაინა არ სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას ომში ჩართვას. უკრაინა მხოლოდ იმისთვის ითხოვს დახმარებას, რომ თავი დაიცვას. ამიტომ, ვალდებულნი ვართ უკრაინას იარაღი მივაწოდოთ,"-ა...
უკრაინაში იმის პრეცედენტები უნდა შეიქმნას, რომ კორუფციისთვის ვიღაც ისჯება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „თუ ჩვენი სპეციალისტები მიიწვიეს ანტიკორუფციულ სამსახურში, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადამწყვეტ ქმედებებს ელის. ქვეყანაში უნდა შეიქმნას პრეცედენტები, რომ ვ...
მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, ჩეჩნეთის პრეზიდენტი ეხმაურება. „როდესაც ადამიანი მასხარად იბადება, ის ვერასდროს გახდება მეფე. ამერიკელებმა სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე დასვეს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა ემართა, ჰალსტუჰებს ჭამდა და მხდალივით იმალებ...
აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული კოტ დ ივუარი გახდა. სპილოს ძვლის კუნძულელებმა ფინალურ შეხვედრაში განას ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი კოტ დ ივუარელებმა 9:8 იმარჯვეს. მესამე ადგილი ტურნირზე წილად კონგოს რესპუბლიკას ხვდა. აფრიკის ერთა თასი წელს...
კატალონიურმა ბარსელონამ ბილბაოს ატლეტიკი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. გასვლითი შეხვედრა კატალონიელებმა ანგარიშით 5:2 მოიგეს. ბარსადან თავი მესიმ, სუარესმა, ნეიმარმა, დანი ალვესმა და პედრო როდრიგესმა გამოიჩინეს.
მილანმა კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. სერია ა-ს 22 ტურში მილანელებმა საკუთარ მოედანზე პალერმო 3:0 დაამარცხეს. მილანელთაგან თავი ფრედი გუარინმა და მაურო იკარდიმ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო.
საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, მოსალოდნელია ნალექი მთიან და მაღალმთიან რაიონებში უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით. ,,ამჟამად დასავლეთ საქართვე...
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ...