ფიფას ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეკ უორნერსა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციის პრეზიდენტს, ნიკოლას ლაოსს ბრალი კორუფციაში, თაღლითობასა და ფულის უკანონო გათეთრებაში ედებათ. ანალოგიური ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ გასულ კვირას ფიფას 7 მაღალჩინოსანი დააკავა. ლაოსი ამჯამად პარაგვაიში შინაპატიმრობაში იმყოფება, უორნერი კი ტრინედადი და ტობაგოს ხელისუფლებას ჩაბარდა. სასამართლომ ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.