ფიფას პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. სკანდალის მიუხედავად, ბლატერი გასულ პარასკევს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით აირჩიეს, თუმცა გვიან ღამით მას თანამდებობის დატოვება მაინც მოუხდა. უკვე ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას იორდანიის პრინცი ალი ბენ ალ-ჰუსეინი მიიღებს.