რუსეთი უკრაინას საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. შესაბამისი პროცედურების დაწყება კრემლის ლიდერმა ფინანსთა მინისტრს, ანატოლი სილუიანოვს დაავალა. საქმე ეხება 3 მილიარდიან დავალიანებას, რომლის გადახდასაც კიევი არ აპირებს. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული ობლიგაციები რუსეთმა უკრაინისგან 2013 წლის დეკემბერში შეიძინა...
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია. ჟაკ შირაკმა დღეს დილით თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარიზის კლინიკაში მას სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ. ამჟამად 83 წლის პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურია.
10 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომიკის პროგრამის ,,უძრავი ქონების ეკონომიკის“ მოდულის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა საქართველოს უძრავი ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი ხმალაძემ. ლექციას ...
ბატონი დავით ივანიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა გამაცნო. _ ეს არის უნიჭიერესი მხატვარი და სწორედ ამიტომ გამოვფინე მისი ნახატები ბიბლიოთეკაშიო, - მითხრა ბატონმა ვაჟამ. საქმე ისაა, რომ ვაჟა პაპასკირის დახვეწილი გემოვნების შესახებ უნივერსიტეტში ყ...
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ძაღლმა ჰანუკას დღესასწაულის აღსანიშნავ მიღებაზე სტუმრები დაკბინა. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel იტყობინება. დაზარალებულთა შორის 2 ცნობილი პოლიტიკოსი, ქნესეტის წევრი შარონ ჰასკელი და ადვოკატი ორა ალონაცაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ციპი ჰოტოველის ქმარია. პრემ...
ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგია. მილოშ ზემანის თქმით, ანკარა ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, რის გამოც ევროკავშირში მისი ადგილი არ არის. ჩეხეთის ლიდერმა ბრიუსელი ანკარისთვის 3 მილიარდი დოლარის გამოყოფის გამოც გააკრიტიკა.
რუსეთი შესაძლოა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშოს. ამის შესახებ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ლორდ კოუს განმარტებით, თუ რუსეთი ეროვნული ნაკრების წევრებს დოპინგ-კონტროლს ასოციაციის წედების მიხედვით ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ გაატარებს, ოლიმპიადაში მონაწილეობას ...
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ფორმატში, გერმანიის გამოყენება ეფექტური იქნება. მისივე თქმით, ეს ინიციატივა სიახლეს არ წარმოადგენს და თემაზე მოლაპარაკებები 5 წლის წინაც მიმდინარეობდა. ,,მე თანმიმდევრული ვარ ამ იდეის გაჟღერების კუთხ...
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა რამდენიმე წუთით კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა. მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიას.
ბრიტანეთი და პოლონეთი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დევიდ ქემერონი პოლონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შმდეგ მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ინიციატივითაც გამოდის. ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართვაში პირობას აძლევს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ იდგება თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე. ,,1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიან...
მარია შარაპოვა პორშე 911-ის სარეკლამო კლიპში გადაიღეს. რუსი ჩოგბურთელი კლიპში საკუთარ თავს ეთამაშება. სარეკლამო რგოლში მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში მაგნუს კარლსენიც მონაწილეობს. რეკლამის ავტორებმა კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით კლიპში მუჰამედ ალიც ჩართეს. შარაპოვას მსგავსად, მუჰამედ ალიც და მაგნუს კარლსენით საკუთარ...
„გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყვეს. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისა...
დედოფლისწყაროში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაცხრილვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ოფისი გუშინ ღამე დაცხრილეს. მასში განთავსებული იყო დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიუროც.