ისრაელის პრემიერ-მინისტრის ძაღლმა ჰანუკას დღესასწაულის აღსანიშნავ მიღებაზე სტუმრები დაკბინა. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel იტყობინება. დაზარალებულთა შორის 2 ცნობილი პოლიტიკოსი, ქნესეტის წევრი შარონ ჰასკელი და ადვოკატი ორა ალონაცაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ციპი ჰოტოველის ქმარია. პრემიერის ძაღლი მანამდე აგრესიულობით არ გამოირჩეოდა.