რუსეთი შესაძლოა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშოს. ამის შესახებ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ლორდ კოუს განმარტებით, თუ რუსეთი ეროვნული ნაკრების წევრებს დოპინგ-კონტროლს ასოციაციის წედების მიხედვით ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ გაატარებს, ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის მიღება დოპინგ-სკანდალების გამო დროებით აკრძალული აქვს.