უკრაინის უმაღლესმა რადამ საგადასახადო რეფორმას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 251 დეპუტატმა დაუჭირა. გარდა ამისა, უკრაინელმა კანონმდებლებმა სოციალური ხარჯების ოპტიმიზაციას მისცეს ხმა, რაც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებაში დაეხმარა. საგადასახადო რეფორმის გატარებას კიევისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულია საერთაშორისო თაღლითური სქემა და გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული. თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედ...
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, სხდომაზე მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ლევან მურუსიძემ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მოსამართ...
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში, პარლამენტში მიმდინარეობს, უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. კვაჭანტირაძის თქმით, უმრავლე...
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომაზე მივიდა ყოფილი პრემიერ ირაკლი ღარბიაშვილი. ს ხ დომათა დარბაზში ღარიბაშვილის გამოჩენას უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ. სხდომას ეწსრება გიოპრგი კვირიკაშვილიც, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
უამინდობა შეერთებულ შტატებში. ქვეყნის სამხრეთ შტატებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. ყველაზე დიდი ზარალი ტორნადომ მისისიპის მიაყენა. ვრცელდება ინფორმაცია 7 ადამიანის დაღუპის შესახებ, დასავებულტა რაოდენობა კი ზუსტდება. სტიქიური უბედურების გამო შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ანალოგიური...
თავდასხმების სერია ისრაელში. პალესტინელებმა ებრაელებზე დღის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. ერთ-ერთი მათგანი თავს ჯარისკაცს დაესხა, მეორემ კი იერუსალიმთან მდებარე საგუშაგო კოშკზე სცადა თავდასხმა. პოლიციამ თავდამსხმელები ადგილზე მოკლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცავებმა 4 პალესტინელის...
გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც ნაციფი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტის გამოსატანაად გავლენ. ოქროპირიძის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გამამართლებელ ვერდიქტს ელის, რადგანაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სხვა მსჯელობის საფუძვ...
საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის მრჩევლის, გიორგი ინწკირველის სასამართლო პროცესი გაიმართება. ინწკირველი 23 აგვისტოს პროკურატურის გენინსპექციამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა.
აიუფ ბორჩაშვილის სასამართლოზე პროცედურული ცვლილებებია. დღევანდელ პროცესზე ერთდროულად მოხდება ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების და მათი გაშიფრული ნაწერების გამოკვლევა. ბორჩაშვილის ადვოკატის თქმით, პროცესის ეს ფორმა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება. აიუფ ბორჩაშვილს და კიდევ სამს პირს ტერორისტულ ორგანიზ...
პუტინი რუსეთში პროდუქტების ღირებულების ზრდას სპეკულაციებს უკავშირებს და მთავრობას ფასების ზრდის პრევენციისკენ მოუწოდებს. კრემლის ლიდერის თქმით, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებას იწვევს, რის წინააღმდეგაც მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საბაზრო ინსტრუმე...
"საქართველოს განვითარების ფონდი" ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეწინააღმდეგება. როგორც ფონდში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნება, სანდრო გირგვლიანის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი წინა ხელისუფლებათან ერ...
მოსკოვი ვალუტის გადაცვლის ახალ რეგულაციებს აწესებს. 27 დეკემბრიდან ვალუტის შეძენისა და გაყიდვისას 15 ათას რუბლზე მეტი თანხის გადახურდავების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებმა სრული იდენტიფიკაცია უნდა გაიარონ. მათ ისეთივე პროცედურების გავლა მოუწევთ, როგორსაც ბანკებში ანგარიშის გახსნისას გადიან. ცენტრალური ბანკის ...
გახდება თუ არა ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და რომელ მოსამართლეებს აირჩევენ უვადოდ, დღეს გახდება ცნობილი. 10 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაა დაგეგმილი. საბჭომ მოსამართლეების არჩევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დღესვე გაირკვევა, რომელ ვაკანტურ თანამდებობეზე გადანაწილდებინ არჩეულ...
უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანას დათანხმდა. პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი 239-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო ნაწილების შეყვანა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი. რადამ ხმათა უმრავლესობ...