"საქართველოს განვითარების ფონდი" ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეწინააღმდეგება. როგორც ფონდში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნება, სანდრო გირგვლიანის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი წინა ხელისუფლებათან ერთად მოქმედი ხელისუფლებაც იქნება. მათი აზრით, მურუსიძის დანიშვნა სასამართლოს რეპუტაციას საბოლოოდ შელახავს.