უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანას დათანხმდა. პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი 239-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო ნაწილების შეყვანა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი. რადამ ხმათა უმრავლესობით მომავალი წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა. 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თავდაცვის ხარჯების გაზრდას 21 პროცენტით ითვალისწინებს.