ბათუმი KFW -იდან 44 მილიონი ევროს ოდენობით ტრანშს მიიღებს, საიდანაც 20 მილიონი შეღავათიანი სესხი, 19 მილიონი გრანტი იქნება, დანარჩენ 5 მილიონს კი ქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს. ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის მესამე ეტაპი 2011 წლის ბოლოსთვის დაიწყება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გერმანიის სახელმწიფო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა და მისი სამომავლოდ გაგრძელების საკითხი იყო.