დოლარის კურსის ზრდამ ოქროზე ფასების უმნიშვნელო კლება გამოიწვია. ნიუ-იორკის ბირჟაზე დეკემბრის ფიუჩერსები 0,01 პროცენტით გაიზარდა და უნციაზე 1334,2 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დოლარს, მისი კურსი 0,21 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წელს 14 სავარო სესიისას ოქროს ფასმა რეკორდულ ფასს მიაღწია, ხოლო ბოლო სესიის დროს მან ისტორიული მაქსიმუმი 1366 დოლარი დაფიქსირდა.
2010 წლის დასაწყისიდან ოქრო 22 პროცენტით არის გაძვირებული. უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ოქრო ინვესორებისთვის მნიშვნელოვინი პოპულარობით სარგებლობს. ინვესტორები მას არასტაბილური ვალიუტებისგან განსხვავებით ყველაზე მყარ ალტერნატივად მიიჩნევენ.