რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის რუსეთს პრემიერ-მინისტრს დმიტრი მედვედვს უშიშროების საბჭოს მდვინის მოადგილეობა შესთავაზა. იუწყება რუსული მედია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა, მედვედევის მეთაურობით, გადადგა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური სიტყვით მიმართვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა გადადგება.
მედვედევის განცხადებით, პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, მიზანშეწონილია, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს.