რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღება არ არის საჭირო, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილების შეტანა მიზანშეწონილია.
პუტინის მიერ კონსტიტუციის ცვლილების წინადადება სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში ძალთა გარკვეულ გადანაწილებას ითვალისწინებს.
• რუსეთს კონსტიტუციას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება საერთაშორისო შეთანხმებებთან და კონვენციებთან მიმართებაში.
• თანამდებობის პირებს, მინისტრებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობა.
• საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს რუსეთში მინიმუმ 25 წლის განმავლობაში (დღეს მოქმედი რედაქციით ეს ხანგრძლივობა 10 წლით არის განსაზღვრული) და არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც.
• რუსეთში შეიქმნას საზოგადოებრივი უფლებამოსილების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
• კონსტიტუციით უნდა დადგინდეს, რომ მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი.
• კონსტიტუციაში სახელმწიფო საბჭოს სტატუსის გაძლიერება.
• მთავრობის ფორმირებაში ფედერალური საბჭს უფლებამოსილებების გაფართოება. სახელმწიფო დუმა დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, შემდეგ კი, წარუდგენს პრეზიდენტს, რომელსაც ამ კანდიდატურაზე უარის თქმის უფლება აღარ ექნება.
• სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს დანიშნავს პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ.
• ფედერაციის საბჭო მიიღებს უფლებას გაათავისუფლოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები.
• საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, პრეზიდენტის თხოვნით, შეამოწმოს კანონპროექტების კონსტიტუციურობა, სანამ ხელმოწერილი იქნება პრეზიდენტის მიერ.
მოხსენებაში, პუტინმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება კონსტიტუციურ დებულებას, ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების აკრძალვის შესახებ, თუმცა ამ საკითხს პრინცუპულად არ მიიჩნევს.
მისივე თქმით, პრეზიდენტს უნდა შეუნარჩუნდეს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების გათავისუფლების შესაძლებლობა.