რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური სიტყვით მიმართვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა გადადგება.
მედვედევის განცხადებით, პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, მიზანშეწონილია, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს.