ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" პორტის მშენებლობის კონტრაქტის გაუქმება არა მარტო ვაშინგტონის უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ ასევე უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე. ამის შესახებ ჰერბსტმა "ამერიკის ხმას" განუცხადა.
"ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ [ბიძინა] ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის გაუქმებას იწყებს.