აშშ-ში, როდ აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ინფორმაციას CNN ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ.
უნივერსიტეტის ცნობით, სროლა საინჟინრო და ფიზიკის ფაკულტეტების კორპუსში მოხდა, სადაც რამდენიმე გამოცდა იყო დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სროლის შესახებ ინფორმირებულია.
ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები, კერძოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ფედერალური სააგანეტო, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობენ.