ამერიკის შეერთებული შტატები 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგს ლიდერობს.
US News and World Report rankings-ი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ქველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგს, რომლის შედგენისასაც ეყრდნობა ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს, სამხედრო ძლიერებას და ასევე, ლიდერების ქმედებებს.
ბოლო რეიტინგი პენსილვანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შედგა, რომლის დროსაც 80 ქვეყნის 20 000-მდე მოქალაქე გამოიკითხა.
გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი:
1: ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის და სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფო. მას უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე.

2: რუსეთი
რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს 10-ზე მეტ ქვეყანასთან.

3: ჩინეთი
მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, რომელის ეკონომიკა სიდიდით მეორეა, თუმცა მისი მოსახლეობა ჯერ კიდევ განიცდის სიღარიბეს.

4: გერმანია
გერმანია ევროკავშირში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ის ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს.

5: გაერთიანებული სამეფო
კოლონიალური წარსულის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე ახლაც ძალიან დიდია. ლონდონი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქია.

6: საფრანგეთი
საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაა, რომელიც თავის გავლენას პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მეშვეობით ავრცელებს. საფრანგეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი დიდია.

7: იაპონია
იაპონიის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მესამეა. ტექნოლოგიური მიღწევებით კი მსოფლიო ლიდერია.

8: ისრაელი
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა, მას დიდი როლი აქვს გლობალურ თამაშებში.
ისრაელის ეკონომიკა ძლიერია, თუმცა პალესტინასთან არსებული კონფლიქტის ფონზე, უსაფრთოხება, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში, არასტაბილურია.

9: საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი დიდი და მდიდარი ქვეყანაა. ცნობილი ქალაქი მექა სწორედ საუდის არაბეთში მდებარეობს. ამიტომაც მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

10: სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-7 ადგილს იკავებს და მისი ეკონომიკა სიდიდით მსოფლიოში მეთერთმეტეა.

რეიტინგი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე