ევროპის საბჭო საქართვლოს ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი განახორციელა. აღნიშნული შენატანი საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შესაბამის შეთანხმებას ხელი, 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა მოაწერეს.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:
1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.