სილამაზის საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2019"-ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკელი ზოზიბინი ტუნზი გახდა. ნათქვამია კონკურსის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ზოზიბინი ტუნზი სამხრეთ აფრიკელი აქტივისტია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
ფინალისტთა სამეულში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლის გარდა მოხვდნენ კონკურსანტები მექსიკასა და პუერტო რიკოდან.
კონკურსი წელს შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაიმართა.