პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით სულ გაიშლება 5 კარავი.
„24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლმენტში. ესაა მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმა, რომლითაც ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ. პარლამენტში ვერ შევლენ, სანამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. დეპუტატებს რამდენი შევუშვებთ პალამენტში, იმდენი რაღაცას დააშავებენ", აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.