თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომანქანა ქალს დაეჯახა, შემდეგ კი სამ მანქანას. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დამტვრეულია ოთხი მანქანა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.