რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოები დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. იტყობინება ბრიტანული Telegraph-ი.
გამოცემის ცნობით, KCNA-ს და ТАСС-ის ხელმძღვანელებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
"ჩვენ სულ უფრო და უფრო ხშირად ვეჩეხებით ყალბ ახალ ამბებს საინფორმაციო სივრცეში და ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ“, - თქვა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მან ასევე შეაქო სააგენტო ТАСС-ი და რუსული ტელეკომპანია "პირველი არხი", ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებების ობიექტური და სამართლიანი გაშუქებისთვის.