თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კომპანია GWP-ის საწყობში გაჩნდა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, დამატებითი დამხმარე ძალა კი გზაშია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი ართულებს, თუმცა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.