უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ უკვე მიიღო თეთრი სახლისგან მოწვევა და შესაძლოა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მის უკრაინელ კოლეგას უახლოეს მომავალში შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის კომენტარის ამსახველ ვიდეოკადრებს რადიო "ამერიკის ხმის" უკრაინული ბიურო ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენკი „რაციონალურ ადამიანად" მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ის მოახერხებს რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევას.
"მე ვფიქრობ, ის დათანხმდება პუტინთან შეთახმებას და ის მოწვეულია თეთრ სახლში. ჩვენ ველით მასთან შეხვედრას. მას უკვე გაეგზავნა მოწვევა თეთრი სახლისგან და მას სურს ჩამოსვლა. მე ვფიქრობ, რომ ის მოვა. ის ძალიან რაციონალური ადამიანია და მას უკრაინაში მშვიდობა სურს. და მე ვფიქრობ, ის ძალიან მალე ჩამოვა", - განაცხადა ტრამპმა.