თუ ივანიშვილი გარანტიებს მიიღებს, რომ მის ოჯახსა და ქონებას არავინ შეეხება, ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს, - ეს განცხადება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა "არჩევანში" გააკეთა.
მისი განცხადებით, ივანიშვილს ამ გეგმის განხორციელებაში არა მარტო შიდა, არამედ გარე, რუსული ფაქტორებიც აფერხებს.
„ივანიშვილი ამ არჩევანში დღეს თავისუფალი აღარ არის, უფრო სწორად აღარ არის დამოუკიდებელი. ორი ფაქტორია, ერთი, ქვეყნის შიგნით, იმდენ ადამიანთან აქვს მცირე, საშუალო თუ ოდნავ დიდი ვალდებულება მას და იმდენად გახდა ამ ვითარების მძევალი, რომ მას თუკი 2-3 წლის წინ გადაწყვეტილება უფრო ლაღად, თავისუფლად მიეღო, დღეს, მეჩვენება, რომ ეს ასე აღარ არის... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენთან არადემოკრატიული გარემო, რაც ასე შეინიღბა, ვითომ, დემოკრატიულობით, არის საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგი რუსული ინტერესებისთვის,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.