ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა ჩვენ სხვა არ გვაქვს - ამის შესახებ რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ გამოცემა "ინტერფასქთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ოჯახთან ერთად აპირებს, შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდეს და მოილოცოს.
"მე ძალიან მინდა, მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ დავგეგმეთ, შვილებთან ერთად, შემოდგომით მომლოცველობა, როდესაც სიცხე შემცირდება. მინდა რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, იმიტომ რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა ჩვენ სხვა არ გვაქვს", - განაცხადა დეპუტატმა.
გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე გამგზავრებამდე ლოცვა-კურთხევა მოსკოვის პატრიარქ კირილისგან მიიღო.
"საქართველოში წასვლამდე მივიღე ზიარება და მოვინახულე პატრიარქი კირილი და მე მას რჩევები ვკითხე. მან მე დამლოცა და მითხრა, რომ ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების გაუმჯობესება", - ამბობს გავრილოვი.