2018 წელს, ტექნიკური ინპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმების რაოდენობამ 1 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნულ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
IDFI-ის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, საიდანაც 114 840 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა სავალდებულო ინსპქტირება და დახარვეზდა.