რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ჩინეთის ლიდერს სი ძინპინის 9 მაისს, აღლუმზე ელოდება.
ამის შესახებ პუტინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.
„მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი მეგობრული მისალმებები გადასცეთ ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერს, ჩემს კარგ მეგობარს, ბატონ სი ძინპინს.
მას ველოდებით რუსეთში დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ამ წლისთავს, გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე და გამარჯვებას მილიტარისტულ იაპონიაზე“, - აღნიშნა პუტინა.
პუტინი დაჰპირდა, რომ მოამზადებს "კარგ და შესანიშნავ" პროგრამას.
„იმედი მაქვს, რომ ეს დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, არამედ ეს იქნება ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ცალკე ვიზიტიც. ის ჩვენი მთავარი სტუმარი იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს სისთან განიხილოს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთქმედების საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გაეროში, SCO-სა და BRICS-ზე.