დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს თხოვნით მიმართა, ბრექსიტი 2019 წლის 30 ივნისამდე გადავადდეს.
ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტისთვის გეგმავდა, თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ბრექსიტის თარიღი უნდა გადავადდეს.
ევროკავშირის ქვეყნების საბჭომ შეათანხმა ზომები „ხისტი“ ბრექსიტის შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს რატიფიცირებული შეთანხმების გარეშე დატოვებს.
ამ შემთხვევაში შეთანხმებული ღონისძიებები საშუალებას იძლევა სხვადასხვა სფეროში ევროკავშირმა სერიოზული ზიანი თავიდან აიცილოს. ეს ეხება თევზჭერას, ტრანსპორტს, Erasmus+-ს პროგრამებს.
ამის გარდა არის სხვა ზომებიც, რომლებიც ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავისუფლად გადაადგილდნენ ამ რეგიონებს შორის.