საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს - ოთხშაბათ დღეს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის გამოაცხადა.
სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდება.
კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება.
არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.