თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. არსებული ინფორმაციით, დაიკითხებიან ექსპერტები, ასევე თავად ბრალდებულიც.
გასულ სხდომებზე ლადო გრიგალაშვილის მშობლები დაიკითხნენ.
ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.