დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი, ქმნიან გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც ამ წუთებშიც რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას ეწევიან.
ის პირადად გაეცნო სოფელში მიმდინარე ვითარებას და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა.
„ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა", - განაცხადა ციხელაშვილი.