ყოფილი მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
"მოვლენების სავარაუდო განვითარება - ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით. მოტივი: მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება, მცირე ხნით ციხეში ჩასმა, არჩევნები გადავაგოროთ შეთანხმებით", - წერს თორდია.
გუშინ, ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ წაუყენეს ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემისთვის ბრალი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ამ დრომდე დუმს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოფიციალური კომენტარი დღეს, დღის განმავლობაში გაკეთდება.