დღეს, 21 ივლისს, იმერეთსა და აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება სრულდება.
ენერგტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარეეებზე წაბლარისა წყალსა და აკავრეთაზე ჰესების მშენებლობით თურქული კომპანია "MAR-SU Electrical Generation Trade and Industry Limited Company"-ია დაინტერესებული, რომელმაც სამინისტროში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.
პროექტის თანახმად, იმერეთში მდინარე წაბლარის წყალზე 12 მგვტ სიმძლავრის ჰესი ~წაბლარი 2~ უნდა აშენდეს, ხოლო აჭარაში მდინარე აკავრითაზე - 11.5 12 მგვტ სიმძლავრის მერისის ჰესი.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა კონკრეტულად ვინ ააშენებს იმერეთში ახალ ჰესებს.