ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო.
„როგორც საკოორდინაციო საბჭოზე აქამდე იყო მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და ასევე სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნილება, რომლებიც გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და შემდეგ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეა და ჩვენს ქვეყანაში არის“ - თქვა ჩიქოვანმა.