პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.
მისი თქმით, სიტყვა "დამხობა", რომელიც მერაბიშვილმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გამოიყენა, მისთვის მიუღებელია.
"ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა დამხობა. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება", - განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
"ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება, აქ ყველა არის პოლიტპატიმარი", - განაცხადა დღეს ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
დღეს, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა.