ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 563-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა -1153 დაავადებული, სულ დაინფიცირებულია 28018 ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
"5 თებერვლის მდგომარეობით, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა 31 პროვინციიდან მიიღო ინფორმაცია დაინფიცირების 28018 დადასტურებული შემთხვევის შესახებ, მათგან 3 859 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 563 გარდაიცვალა, 1153 დაავადებული გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა", - ნაქვამია კომიტეტის განცხადებაში.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.
დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი.
ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.