23 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2005 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2045 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4874 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.7899 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 იანვარიდან შევა ძალაში.