ირანელმა დეპუტატმა აჰმად ჰამზემ განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის სამი მლნ დოლარი გადაიხადოს. იუწყება სააგენტო ISNA.
"ქერმანის პროვინციის მოსახლეობის სახელით სამ მლნ დოლარს გადავუხდით მას, ვინც მოკლავს ტრამპს და მის თავს მოგვიტანს", - განაცხადა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ქერმანის პროვინცია აშშ-ის ოპერაციის შედეგად მოკლული ირანელი გენერლს ყასემ სულეიმანის სამშობლოა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ქუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს.