"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) პოლიტიკოსების რეიტინგს აქვეყნებს. ახალი კვლევის შედეგების თანახმად აღნიშნულ რეიტინგში "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს.
ბაქრაძეს დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 34% აფასებს. 21% პოლიტიკოსს უარყოფითად აფასებს, ხოლო 35%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.
ბაქრაძეს ხმებით მმართველი გუნდის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე გაუთანაბრდა. მერს დადებითად ასევე 34% აფასებს, ხოლო 22% ნეგატიურად.
სხვა პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გადანაწილდა:
შალვა ნათელაშვილი - დადებითად ფასებს 29%, უარყოფითად - 25%,
ალეკო ელისაშვილი - დადებითად 20%, უარყოფითად 20%,
გიორგი გახარია - დადებითად აფასებს 27%, 34% კი ნეგატიურად.
ელენე ხოშტარია - დადებითად 19%, ნეგატიურად 26%.
მამუკა მდინარაძე - დადებითად 14%, ნეგატიურად 29%,
გია ვოლსკი - დადებითად 16%, ნეგატიურად 32%,
არჩილ თალაკვაძე - დადებითად 16%, ნეგატიურად 32%.
სალომე ზურაბიშვილი - დადებითად 13% აფასებს, ნეგატიურად 49%.
ბიძინა ივანიშვილი - დადებითად 17%, ნეგატიურად 49%.
მიხეილ სააკაშვილი - დადებითად 26%, ნეგატიურად 39%.