27 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9754 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.42 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2750 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2737 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5164 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8326 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ნოემბერიდან შევა ძალაში.