თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.