ძალიან გრძელი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი და ვფიქრობ, რომ ხიდები არ უნდა დავწვათ ერთმანეთთან მისასვლელი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძისპოლიტიკაში შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მან ვერ დაინახა, რომ ხაზარაძე ოლიგარქ ივანიშვილს შეუტევს.
"დამაკლდა იმის დანახვა, რომ აი, შეიქმნა ახალი ძალა, რომელიც მაღალი ენერგიით, ენთუზიაზმითა და მოტივაციით ოლიგარქ ივანიშვილს შეუტევს. ასევე, ბევრი საუბრობს იმაზე და ამ ეჭვების გაქარწყლება მოუწევთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, რომ ისინი პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ მათ პრობლემები შეექმნათ, ბიზნესს შეექმნა პრობლემები და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა, რომ თავიანთი კაპიტალი დაიცვან. მე არ ვფიქრობ და არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ძალიან გრძელი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი და ვფიქრობ, რომ ხიდები არ უნდა დავწვათ ერთმანეთთან მისასვლელი",- ამბობს მელია.
დღეს, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობას "ლელო" ერქმევა.