რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს, ორი რუსული, სუ-34-ის ტიპის ავიაგამაგნადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა. იტყობინება ადგილობრივი მედია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების მიზეზი ვიზუალური კონტაქტის დაკარგვა გახდა.
მფრინავებმა სერიოზული დაზიანების მიუხედავად, მოახერხეს ავიაგამანადგურებლების დაშვება. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხელისუფლების ორგანოები, ინცინდენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.