გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედსაზოგადოებრივი სივრცის მოწყობისსამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობისჩართულობით, გლდანის რაიონისგამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟიგანახორციელა და რეკრეაციული სივრცე,დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა.
სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთაგასართობი ზონები, მოსასვენებელიპავილიონები, გარე განათებისა და სარწყავისისტემები, ველობილიკი და სკვერისთვისსაჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაითესაბალახი. ეწყობა სპეციალური სივრცემაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთისმოედანი.
გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლებისგასასეირნებელი სივრცე, კალათბურთისმოედანი და საპარკინგე ადგილებიმოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანისრაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე,საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარგრიგოლიასთან ერთად გაეცნო.