ჩრდილოეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ პირველად ჩავიდა დელეგაცია, რომელსაც რუსეთის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ჩრდილო-კავკასიის" ახალი ამბები ავრცელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის შესწავლელი არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები.
დელეგაციის ვიზიტის მიზანი სამეცნიერო ინტელიგენციასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყო. გაიმართა ლექციები თემაზე: რა ხდება სინამდვილეში საქართველოში: რეფორმები, არჩევნები, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა.
"ჩვენ ვამზადებთ რაღაც ანგარიშის, კვლევის მსგავსს. გვინდა რუსეთამდე, კერძოდ კი ჩრდილოკავკასიის ხალხებამდე მივიტანოთ სიტუაცია საქართველოში, სადაც არაძალადობრივი გზით შეიცვალა ხელისუფლება, არჩეულია ახალი პარლამენტი, ეს კი უკვე დემოკრატიის გზააა", _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა შოთა აფხაიძემ.
მისი თქმით, დელეგაციის წარმომადგენლები სასიამოვნოდ გაკვირვებულნი იყვნენ იმით, თუ როგორ შეხვდნენ მათ ჩრდილოეთ ოსეთში "მიუხედავად იმისა რაც მოხდა ოსებსა და ქართველებს შორის 90-იანი წლების დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას რეჟიმის, შემდეგ კი 2008 -ში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს".
"2008 წლის აგვისტოს მოვლენები - ეს პირდაპირი აგრესიაა, ავანტიურა, რომელიც სააკაშვილმა მოაწყო პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციასთან ერთად. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით თავს დაესხნენ მძინარე ცხინვალს და ბომბავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. იმ დღეების შემდეგ სააკაშვილი თავს იმართლებს, რომ დემოკრატიას აშენებდა და ადამიანის უფლებებს იცავდა და თითქოს საქართველოს დასავლეთთან აახლოებდა.
სააკაშვილი უკანასკნელი ადამიანივით მოიქცა, ჩემი გაგებით ეს ოსი ხალხის გენოციდია. ის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული დელეგაციის წევრმა შოთა აფხაიძემ.