თბილისის საქალაქო სასამართლომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.