„სამარცხვინო" - ასე ეხმაურება „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს განაჩენს.
გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც საქართველო 2 მარტს დატოვა, სურდა, პროცესზე საბოლოო სიტყვა დისტანციურად ეთქვა, თუმცა სასამართლომ უარი უთხრა.
