"ელიტ ელექტრონიქსი" APPLE-ის უახლესი ტექნოლოგიის IPad-ის რეალიზაციას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელში ამჟამად წარმოდგენილი 16 და 32 გიგაბაიტიანი iPad - ების რეალიზაცია ყველაზე დაბალ ფასად ხდება, კერძოდ მათი ფასი 1399 -დან - 2199 ლარამდე მერყეობს.
- "ეს არის პლანშეტური ტიპის კომპიუტერი, რომელიც შექმნილია კომპანია apple-ს მიერ, გამოიყენება აუდიო ვიზუალური მედიისთვის, როგორებიცაა: წიგნები, პერიოდული გამოცემები, ფილმები, თამაშები და ა.შ. ასევე ვებ გვერდებთან და mail - ებთან სამუშაოდ" - აცხადებს კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობაში ჩატვირთულია iOS 4 - ის ოპერაციული სისტემა (იგივე სისტემა რაც iphone4-შია) , გააჩნია 9,7 დიუმის სენსორული ეკრანი, ხოლო ინტერნეტთან კავშირს Wi-Fi ან მესამე თაობის ინტერნეტით (მიკრო სიმის დახმარებით) უზრუნველყოფს, აქვს 16/32 ან 64 გბ მეხსიერება, რაც საკმაოდ დიდი ინფორმაციის შენახვას უზრუნველყოფს, ასევე შესაძლებელია კლავიატურასთან და სპეციალურ დოკთან (სამაგრთან) დაკავშირება.
ინფორმაციისთვის, პირველი iPad apple - მა 2010 წელს გამოუშვა და 80 დღის განმავლობაში 3 მილიონი ერთეული გაიყიდა.
- „ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელებს სხვადასხვა სიახლეებით მუდამ ანებივრებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მყიდველისთვის კომფორტისა და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე.
უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს გავაცნობთ, როგორც სპეც შეთავაზებების, ასევე ასორტიმენტის განახლებისა თუ წამახალისებელი აქციების სახით," - აცხადებს დავით კენჭაძე.