აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია.
რეაბილიტაციის ფარგლებში კომპოზიტორთა სახლიდან თამარ მეფის გამზირამდე 3 სკვერი გაკეთდა, დამონტაჯდა შადრევანი, გამოიცვალა გარეგანათების სისტემა, დაიგო ქვაფენილი და მოხდა ტერიტორიების გამწვანება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 20 შენობას, რომელთაც ისტორიული იერსახე დაუბრუნდა.
გამზირზე დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
"ყველაფერი გაკეთდა ძველი პროექტების და ფოტოების მიხედვით, რაც შემონახულია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველაფერი ყოფილიყო მიმსგავსებული და აღდგენილი ისე, როგორიც ეს ძველად იყო", - განაცხადა უგულავამ.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცა პროექტის "ძველი თბილისის ახალი სოცოცხლე" ფარგლებში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მომავალ წელს დასრულდება, რის შემდეგაც უკვე თავად მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყება.